1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები შეიძლება გამოიძახონ მოწმედ სასამართლო ან ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოების დროს. თუ საკონსულო თანამდებობის პირი უარს აცხადებს მოწმის ჩვენების მიცემაზე, მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების ან დასჯის რაიმე ღონისძიება.

2. ორგანო, რომელსაც ესაჭიროება საკონსულო თანამდებობის პირის ჩვენება, ვალდებულია თავიდან ააცილოს მას თავისი ფუნქციების განხორციელების ხელშემშლელი ყველა დაბრკოლება. მას შეუძლია, როდესაც ეს შესაძლებელია, მოისმინოს ჩვენება ამ პირის ბინაში ან საკონსულო დაწესებულებაში, ან მიიღოს მისგან წერილობითი ჩვენება.

3. საკონსულო დაწესებულების მუშაკები არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება თავისი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ან წარადგინონ ამ ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ოფიციალური კორესპონდენცია და დოკუმენტები, ისინი აგრეთვე არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება, რომელიც განმარტავს წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობა