1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები შეიძლება გამოიძახონ მოწმედ სასამართლო ან ადმინისტრაციული საქმის წარმოების დროს. საკონსულო მოსამსახურის ან მომსახურე პერსონალის მუშაკს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევათა გარდა, არ შეუძლია უარი განაცხადოს ჩვენების მიცემაზე, თუ საკონსულო თანამდებობის პირი უარს აცხადებს მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე, მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების ან დასჯის არანაირი ღონისძიებები.

2. ორგანო, რომელსაც ესაჭიროება საკონსულო თანამდებობის პირის ჩვენება, ვალდებულია თავიდან ააცილოს მას თავისი ფუნქციების განხორციელების ხელის შემშლელი ყველა დაბრკოლება, მიიღოს ჩვენება მის რეზიდენციაში ან საკონსულო დაწესებულებაში, ან მიიღოს წერილობითი განცხადება.

3. საკონსულო დაწესებულების მუშაკები არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება თავიანთი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ან წარადგინონ ამ ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ოფიციალური კორესპონდენცია და დოკუმენტები. ისინი აგრეთვე არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება, რომელიც განმარტავს წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობა