1. საკონსულო თანამდებობის პირები და საკონსულოს მოსამსახურეები, აგრეთვე მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები თავისუფლდებიან ყოველგვარი პირადი თუ ქონებრივი, სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადის, ბაჟისა და მოსაკრებლისაგან, გარდა:
ა) არაპირდაპირი გადასახადისა, რომელიც ჩვეულებრივ შედის საქონლის ან მომსახურების ღირებულებაში 28-ე მუხლში აღნიშნული გამონაკლისების გათვალისწინებით;
ბ) მე-9 მუხლის დებულებებით გათვალისწინებულ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ კერძო უძრავ ქონებაზე მოსაკრებლებისა და გადასახადებისა,გ) სამკვიდრო ქონების გადასახადის, სამკვიდრო ქონების ბაჟის ან ქონების გადასვლის გადასახადისა, რომლებსაც ადგილსამყოფელი სახელმწიფო ახდევინებს 29-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებით;
დ) გადასახადებისა და მოსაკრებლებისა კერძო შემოსავალზე, მათ შორის კაპიტალიდან შემოსავალზე, რომლის წყაროც ადგილსამყოფელ სახელმწიფოშია, აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომერციულ და ფინანსურ დაწესებულებებში კაპიტალდაბანდებებზე გადასახადისა;
ე) კონკრეტული სახის მომსახურებისათვის დაწესებული მოსაკრებლებისა;
ვ) სარეგისტრაციო, სასამართლო, იპოთეკური და საგერბო მოსაკრებლებისა, მე-9 მუხლში აღნიშნული გამონაკლისების გათვალისწინებით.
2. მოსამსახურე პერსონალის მუშაკები თავისუფლდებიან გადასახადების, მოსაკრებლებისა და ბაჟისაგან ხელფასზე, რომელსაც იღებენ თავიანთი სამუშაოსათვის.
3. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, რომლებიც დაიქირავებენ პირებს, რომელთა ხელფასი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ასრულებენ ვალდებულებებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს კანონებითა და წესებით ეკისრებათ დამქირავებლებს საშემოსავლო გადასახადის გადახდის საკითხშ