საკონსულო თანამდებობის მუშაკთა ან მათი ოჯახის წევრთა გარდაცვალების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფო:
ა) ნებას რთავს, გატანილ იქნეს გარდაცვლილის მოძრავი ქონება, გარდა იმ ქონებისა, რომელიც იყო შეძენილი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და რომლის გატანა აკრძალული იყო მისი გარდაცვალების მომენტისათვის;
ბ) არ ახდევინებს არანაირ სახელმწიფო, რაიონულ თუ მუნიციპალურ სამემკვიდრეო გადასახადს ან იმ მოძრავი ქონების ბაჟს, რომელიც არსებობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მხოლოდ იმიტომ, რომ გარდაცვლილი პირი ამ სახელმწიფოში იმყოფებოდა როგორც საკონსულო დაწესებულების მუშაკი ან მისი ოჯახის წევრ