1. საკონსულო თანამდებობის პირები არ უნდა ეწეოდნენ პროფესიონალურ ან კომერციულ საქმიანობას შემოსავლის მიღების მიზნით.

2. საკონსულო პერსონალის მუშაკები, გარდა საკონსულო თანამდებობის პირებისა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ეწევიან კერძო საქმიანობას შემოსავლის მიღების მიზნით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან მესამე სახელმწიფოს მოქალაქეები ან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრებნი, არ სარგებლობენ მოცემულ თავში განსაზღვრული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით იმ საქმიანობის მიმართ, რომელიც არ განეკუთვნება უშუალოდ მათ ფუნქციებს.

3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ავრცელებს თავის იურისდიქციას მოცემული მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნულ პირებზე იმგვარად, რომ არ შეეშალოს ხელი საკონსულო დაწესებულების ფუნქციონირება