1. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები შეასრულებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ხელისუფლების მოთხოვნებს მესამე თავში მოცემული დებულებების გათვალისწინებით.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გასცენ საკონსულო თანამდებობის პირებსა და საკონსულოს მოსამსახურეებზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები, მათი სტატუსის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა.