1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობენ იმ მომენტიდან, როდესაც ისინი ჩადიან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დანიშნულების ადგილზე მისასვლელად, ან თუ ისინი უკვე იმყოფებიან ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისი მოვალეობის შესრულების დაწყების მომენტიდან.

2. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრები და მისი კერძო შინამუშაკები სარგებლობენ ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით იმ მომენტიდან, როდესაც მათ მიენიჭებათ პრივილეგიები და იმუნიტეტები ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ან მათი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩასვლის მომენტიდან, ან იმ მომენტიდან, როცა ისინი გახდნენ საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრები ან მისი კერძო შინამუშაკები, იმისდა მიხედვით, ჩამოთვლილი გარემოებებიდან, რომელიც უფრო გვიან დადგა.

3. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ფუნქციების შეწყვეტისას, მისი, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებისა და კერძო შინამუშაკთა პრივილეგიები და იმუნიტეტები ჩვეულებრივ წყდება იმ შემთხვევაში, როცა ეს პირი დატოვებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს, ან ამისთვის საჭირო გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ამ მომენტიდან რომელი დადგება უფრო ადრე, ამ დრომდე კი მათი პრივილეგიები და იმუნიტეტები ძალაში რჩება შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვვაშიც. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირების პრივილეგიები და იმუნიტეტები წყდება მაშინ, როცა ისინი აღარ იქნებიან საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრები ან დატოვებენ მასთან სამსახურს იმ პირობით, რომ თუ აღნიშნული პირები აპირებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დატოვებას გონივრული ვადის განმავლობაში, მაშინ მათ პრივილეგიები და იმუნიტეტები უნარჩუნდებათ გამგზავრების მომენტამდე.

4. მაგრამ საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო მოსამსახურის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებისას ჩადენილი მოქმედების მიმართ იურისდიქციისადმი იმუნიტეტი გრძელდება ვადის შეუზღუდავად.

5. საკონსულო დაწესებულების მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრები განაგრძობენ მათთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან გამგზავრების მომენტამდე, ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან გასამაგზავრებლად საჭირო გონივრული ვადის გასვლამდე, იმის მიხედვით, თუ რას ჰქონდა ადგილი უფრო ადრ