1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, ნებას რთავს შემოზიდონ, და ათავისუფლებს ყველა სახის საბაჟო გადასახადისა და მოსაკრებლისაგან, გარდა შენახვის, გადაზიდვისა და სხვაგვარი მომსახურების გაწევისათვის დადგენილი მოსაკრებლებისა:

ა) საკონსულო დაწესებულების ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს;

ბ) საკონსულო თანამდებობის პირის ან მასთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს, მათ შორის საყოფაცხოვრებო საგნებს ოჯახის მოსაწყობად. სამომხმარებლო საქონლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პირების უშუალო მოხმარებისათვის საჭირო რაოდენობას.

2. საკონსულო მოსამსახურეები სარგებლობენ ამ მუხლი 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და შეღავათებით იმ საგნების მიმართ, რაც შემოზიდულია მათი თავდაპირველი საყოფაცხოვრებო მოწყობის დროს.

3. საკონსულო თანამდებობის პირების და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი ბარგი, რომელიც თან მიაქვთ ამ პირებს, თავისუფლდება საბაჟო შემოწმებისაგან. მისი შემოწმება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ბარგი შეიცავს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ საგნებისაგან განსხვავებულ საგნებს, ან შეიცავს საგნებს, რომელთა შემოტანა ან გატანა აკრძალულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან თუ ეს საგნები ექვემდებარებიან ამ სახელმწიფოს საკარანტინო კანონებსა და წესებს. ასეთი შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამისი საკონსულო თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის თანდასწრები