1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, რაც შეეხება წარმდგენი სახელმწიფოსათვის სამუშაოს შესრულებას, თავისუფლდებიან მუშაობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულებისაგან, რომელიც დადგენილია უცხოელთა სამუშაოზე დაქირავების შესახებ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით.

2. საკონსულო თანამდებობის პირებს და საკონსულო მოსამსახურეთა კერძო შინამუშაკებს, რომლებიც არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან მუდმივად არ ცხოვრობენ მასში, არ აქვთ უფლება, აწარმოონ კერძო საქმიანობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შემოსავლის მიღების მიზნით. ისინი თავისუფლდებიან ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ვალდებულებისაგან. ამასთანავე, ასეთის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან დატოვონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორია და გაწყვიტონ საკონსულოს თანამდებობის პირთან ან საკონსულოს მოსამსახურესთან დადებული ხელშეკრულება იმ გამონაკლისით, თუ ისინი მიიღებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლებისაგან საცხოვრებელ ან სამუშაო სპეციალურ ნებართვა