1. საკონსულო თანამდებობის პირები და საკონსულო მოსამსახურეები სარგებლობენ იმუნიტეტით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების იურისდიქციისაგან თავიანთი საკონსულო ფუნქციების შესრულებისას ჩადენილი მოქმედებების მიმართ.
2. ამასთანავე, მოცემული მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დებულებები არ აგამოიყენება შემდეგ სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით:
ა) რომლებიც გამომდინარეობენ საკონსულო თანამდებობის პირების ან მოსამსახურეების მიერ დადებული ხელშეკრულებებიდან, რომლის თანახმადაც ისინი პირდაპირ ან არაპირდაპირ არ მოქმედებენ წარმდგენი სახელმწიფოს სახელით;
ბ) როდესაც სარჩელი აღძრა მესამე მხარემ საგზაო-სატრანსპორტო საშუალების, გემის ან თვითმფრინავის უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალისათვი