(1) საკონსულო დაწესებულების მეთაური არ ექვემდებარება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივ, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ იურისდიქციას.
გამონაკლისია შემდეგი სამოქალაქო სარჩელები:
(ა) რომლებიც გამომდინარეობენ ხელშეკრულებიდან, რომელიც დადებულია საკონსულო დაწესებულების მეთაურის მიერ, სადაც იგი პირდაპირ ან ირიბად არ მოქმედებს წარმდგენი სახელმწიფოს სახელით.
(ბ) როდესაც სარჩელი აღძრა მესამე მხარემ საგზაო-სატრანსპორტო საშუალებით, გემის ან საჰაერო ხომალდის უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალისათვის.
(2) საკონსულო დაწესებულების მეთაური ხელშეუხებელია. მის მიმართ არანაირი იძულებითი ღონისძიება არ შეიძლება იქნეს გამოყენებული, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და როდესაც ასეთი ზომების მიღება არ გამოიწვევს მისი პიროვნებისა ან რეზიდენციის ხელშეუხებლობის შელახვა