1. საკონსულო დაწესებულების შენობები და საკონსულო თანამდებობის პირთა საცხოვრებელი სათავსები ხელშეუხებელია. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს არ შეუძლიათ შევიდნენ საკონსულო დაწესებულების შენობებსა და საკონსულო თანამდებობის პირთა საცხოვრებელ სათავსებში ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მეთაურის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის, ან ერთ-ერთი მათგანის მიერ დანიშნული პირის თანხმობის გარეშე.

2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საკონსულო დაწესებულებანი და საკონსულო თანამდებობის პირთა საცხოვრებელი ნაგებობანი დაიცვას ყოველგვარი შეჭრისა და ზიანის მიყენებისაგან, აღკვეთოს საკონსულო დაწესებულების სიმშვიდის დარღვევა ან მისი ღირსების შელახვ