1. საკონსულოს უძრავი ქონება ხელშეუხებელია იმდენად, რამდენადაც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე მუხლით.
2. მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოები არ უნდა შევიდნენ საკონსულოს უძრავი ქონების იმ ნაწილში, რომელიც გამოიყენება უშუალოდ საკონსულო დაწესებულების საქმიანობის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის, მის მიერ დანიშნული პირის ან წარმგზავნი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობა. თუმცა, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა შეიძლება ნავარაუდევ იქნეს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების დროს, რომელიც მოითხოვს დაცვის გადაუდებელ ღონისძიებას.
3. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, მიმღებ სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ვალდებულება, გადადგას ყველა სათანადო ნაბიჯი, რათა საკონსულოს უძრავი ქონება დაიცვას ნებისმიერი შეჭრისგან ან დაზიანებისგან და უზრუნველყოს საკონსულო დაწესებულების სიმშვიდის ნებისმიერი დარღვევის ან მისი ღირსების შელახვის პრევენცია.
4. საკონსულოს უძრავი ქონება, მისი ავეჯი, საკონსულო დაწესებულების ქონება და მისი სატრანსპორტო საშუალებები დაცულია იმუნიტეტით ეროვნული თავდაცვის ან საზოგადოებრივი საჭიროების მიზნებისთვის რეკვიზიციის ნებისმიერი ფორმისგან. თუ ასეთი მიზნებისთვის აუცილებელია ექსპროპრიაცია, უნდა გადაიდგას ყველა შესაძლო ნაბიჯი, რათა თავიდან იქნეს აცილებული საკონსულო ფუნქციების შესრულების შეფერხება და წარმგზავნ სახელმწიფოს უნდა გადაუხადონ დაუყოვნებლივი, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაცი