1. საკონსულოს უძრავი ქონება და საკონსულო დაწესებულების კარიერული ხელმძღვანელის რეზიდენცია, რომლის მესაკუთრე ან მოქირავნე არის წარმგზავნი სახელმწიფო ან მისი სახელით მოქმედი ნებისმიერი პირი, თავისუფლდება ყოველგვარი სახელმწიფო, რეგიონული თუ მუნიციპალური მოსაკრებლისგან და გადასახადისგან, გარდა გაწეული კონკრეტული მომსახურების საფასურისა.
2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება იმ მოსაკრებლებზე და გადასახადებზე, რომლებიც მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად, უნდა გადაიხადოს იმ პირმა, რომელმაც ხელშეკრულება დადო წარმგზავნ სახელმწიფოსთან ან მისი სახელით მოქმედ პირთა