1. წარმგზავნ სახელმწიფოს უფლება აქვს, გამოიყენოს თავისი სახელმწიფო დროშა და გერბი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წინამდებარე მუხლის დებულებათა შესაბამისად.
2. წარმგზავნი სახელმწიფოს სახელმწიფო დროშა შეიძლება აღიმართოს და მისი სახელმწიფო გერბი განთავსდეს საკონსულოს მიერ დაკავებულ შენობაზე, მის შესასვლელ კარზე, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის რეზიდენციაზე და ოფიციალური საქმიანობისთვის გამოყენებულ მის სატრანსპორტო საშუალებებზე.
3. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ უფლებათა სარგებლობისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მიმღები სახელმწიფოს კანონები, რეგულაციები და პრაქტიკ