1. წარმდგენი სახელმწიფოს ეროვნული დროშა შეიძლება აღიმართოს საკონსულო დაწესებულების შენობასა და საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციაზე.

2. საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია აღმართოს წარმდგენი სახელმწიფოს დროშა მის სატრანსპორტო საშუალებებზე, როდესაც ეს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან არის დაკავშირებული.

3. წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს დაამაგროს თავისი სახელმწიფო გერბი საკონსულო დაწესებულების შენობაზე, მის შესასვლელ კარზე, აგრეთვე საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციაზე, რომელზეც წარმდგენი და ადგილსამყოფელი სახელმწიფოების ოფიციალურ ენებზე გაკეთებულია წარწერა, რომ ეს შენობა წარმოადგენს წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას.

4. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს მეორე მხარის სახელმწიფო დროშისა და გერბის პატივისცემა და დაცვ