1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ნებას რთავს დაიცვას ყოველგვარი ოფიციალური მიზნით საკონსულო დაწესებულების ურთიერთობის თავისუფლება წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და სხვა საკონსულო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, სადაც უნდა იმყოფებოდნენ ისინი. საკონსულო დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ყველა შესაფერისი საშუალება დიპლომატიური და საკონსულო კურიერების, დიპლომატიური და საკონსულო ვალიზების და კოდირებული ან დაშიფრული დეპეშების ჩათვლით. ამასთანავე, შესაძლებელია, რადიომიმღები და გადამცემი საშუალებების დამონტაჟება და გამოყენება საკონსულო დაწესებულებაში, მხოლოდ მიმღები სახელმწიფოს თანხმობით.

2. საკონსულო დაწესებულების ოფიციალური კორესპონდენცია ხელშეუხებელია. ოფიციალურ კორესპონდენციაში იგულისხმება მთელი ის კორესპონდენცია, რომელიც ეხება საკონსულო დაწესებულებებსა და მის ფუნქციებს.

3. საკონსულო ვალიზა არ ექვემდებარება გახსნასა და დაკავებას, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთ აქვთ სერიოზული საფუძველი ივარაუდონ, რომ ვალიზა ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული კორესპონდენციის, დოკუმენტების ან საგნების გარდა შეიცავს სხვა რამესაც, მათ შეუძლიათ მოითხოვონ ვალიზის გახსნა წარმდგენი სახელმწიფოს რწმუნებული წარმომადგენლის მიერ, მათი თანდასწრებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმდგენი სახელმწიფოს ხელისუფალნი უარს განაცხადებენ ამ მოთხოვნების შესრულებაზე, ვალიზას აბრუნებენ იმ ადგილზე, საიდანაც ის გაიგზავნა.

4. საკონსულო ვალიზის შემადგენელ ყველა შეკვრას უნდა ჰქონდეს მისი ხასიათის აღმნიშვნელი გარეგნული ნიშანი და შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციასა და დოკუმენტებს ან მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს.

5. საკონსულო კურიერს ეძლევა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია მისი სტატუსი და საკონსულო ვალიზის შემადგენელი შეკვრის რაოდენობა. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც არსებობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა, საკონსულო კურიერი არ შეიძლება იყოს არც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე და არც მასში მუდმივად მცხოვრები პირი, თუ ის არ არის წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე. თავისი ფუნქციების შესრულებისას საკონსულო კურიერს იცავს ადგილსამყოფელი სახელმწიფო, იგი სარგებლობს პირადი ხელშეუხებლობით და არ ექვემდებარება არანაირი ფორმით დაპატიმრებას ან დაკავებას.

6. წარმდგენ სახელმწიფოს, მის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საკონსულო დაწესებულებებს შეუძლიათ დანიშნონ სპეციალური საკონსულო კურიერი ფვ რწს. ამ შემთხვევებში აგრეთვე გამოიყენება ამ მუხლის მე-5 პუნქტის დებულებანი, იმ გამონაკლისით, რომ მასში აღნიშნული იმუნიტეტები წყვეტენ მოქმედებას ამ კურიერის მიერ მისთვის მინდობილი საკონსულო ვალიზის დანიშნულების ადგილზე მიტანისთანავე.

7. საკონსულო ვალიზა შეიძლება მიანდონ გემის ან სამოქალაქო თვითმფრინავის მეთაურს, რომელიც მიემართება იმ ნავსადგურსა ან აეროპორტში, სადაც ჩასვლა ნებადართულია. მას ეძლევა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია საკონსულო ვალიზის შემადგენელი შეკვრის ოდენობა, მაგრამ იგი არ ითვლება საკონსულო კურიერად. ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით, საკონსულო დაწესებულებას უფლება აქვს გააგზავნოს ერთ-ერთი მუშაკი, რომელსაც შეუძლია უშუალოდ და დაუბრკოლებლად გემის ან თვითმფრინავის მეთაურისგან მიიღოს ან გადასცეს მას ასეთი ვალიზ