1. საკონსულოს კარ-მიდამო, საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციის ჩათვლით, ხელშეუხებელია. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფალთ არ შეუძლიათ იქ შესვლა საკონსულო დაწესებულების მეთაურის, წარმდგენი სახელმწიფო დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის ან ერთ-ერთი მათგანის მიერ დანიშნული პირის ნებართვის გარეშე.

2. ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს დაცვის სასწრაფო ზომების გატარებას, საკონსულოს კარ-მიდამოში შესვლისათვის საკონსულო დაწესებულების მეთაურის ნებართვა შეიძლება ნაგულისხმევად ჩაითვალოს.

3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს აკისრია სპეციალური ვალდებულება, გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა დაიცვას საკონსულო კარ-მიდამო ყოველგვარი შეჭრისა და ზიანის მიყენებისაგან და თავიდან აიცილოს საკონსულო დაწესებულების სიმშვიდის დარღვევა ან მისი ღირსების შელახვ