1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებენ:
ა) საკონსულო პერსონალის მუშაკთა დანიშვნის, შემდეგ საკონსულო დაწესებულებაში მათი ჩასვლის, საბოლოოდ გამგზავრების, მათი ფუნქციების შეწყვეტისა და ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც მოქმედებს მათ სტატუსზე და შეიძლება მოხდეს საკონსულო დაწესებულებაში მათი მუშაობის დროს;
ბ) იმ პირის ჩასვლის ან საბოლოო გამგზავრების შესახებ, რომელიც საკონსულო პერსონალის მუშაკის ოჯახის წევრია და მუდმივად ცხოვრობს მასთან, აგრეთვე შესაბამის შემთხვევებში იმის შესახებ, რომ ესა თუ ის პირი ხდება ან აღარ არის ოჯახის წევრი;
გ) იმ პირთა დაქირავებისა თუ გათავისუფლების შესახებ, რომლებიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ცხოვრობენ, როგორც საკონსულო დაწესებულების მუშაკები ან კერძო შინამუშაკები და აქვთ უფლება პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე.
2. შეტყობინება ჩასვლისა და საბოლოო გამგზავრების შესახებ უნდა გაკეთდეს წინასწა