1. ა) წარმდგენი სახელმწიფო ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ან სხვა არხებით უგზავნის საკონსულო პატენტს ან სხვა ანალოგიურ დოკუმენტს საკონსულო მეთაურის დასანიშნავად. ამ დოკუმენტში აღინიშნება საკონსულო დაწესებულების მეთაურის სრული სახელი, გვარი, მისი მოქალაქეობა, საკონსულო დაწესებულების კლასი, საკონსულო ოლქი და ადგილსამყოფელი;
ბ) საკონსულო დაწესებულების მეთაურის დასანიშნავად საკონსულო პატენტის ან სხვა ანალოგიური დოკუმენტის მიღების შემდეგ ადგილსამყოფელი სახელმწიფო საკონსულო დაწესებულების მეთაურზე გასცემს ნებართვას, რა ფორმაც არ უნდა ჰქონდეს ასეთ ნებართვას, ანუ ეგზეკვატურას, რომელიც საჭიროა საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო უარს აცხადებს ეგზეკვატურის გაცემაზე, იგი ვალდებული არ არის აცნობოს წარმდგენ სახელმწიფოს ასეთი უარის მოტივები;
გ) საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია შეუდგეს თავისი ფუნქციების შესრულებას მხოლოდ ასეთი ეგზეკვატურის ან სხვა სახის ნებართვის გაცემის შემდეგ, ამ მუხლის 1-(დ) და მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
დ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია თანხმობა მისცეს საკონსულო დაწესებულების მეთაურს დროებით შეასრულოს თავისი ფუნქციები ეგზეკვატურის ან სხვა სახის ნებართვის გაცემამდე. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კონვენციის დებულებანი.
2. საკონსულო თანამდებობის პირებს, გარდა საკონსულო დაწესებულების მეთაურისა, შეუძლიათ შეუდგნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის მათი დანიშვნის შეტყობინების შემდეგ. საკონსულო ფუნქციების შესრულების ნებართვაზე უარის თქმის შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებული არ არის განმარტოს ასეთი უარის მიზეზები.
3. შტატიანი საკონსულო თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ მხოლოდ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები შესაძლებელია იყვნენ წარმდგენი, ადგილსამყოფელი ან მესამე ქვეყნის მოქალაქეებ