1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა პირობას საკონსულო დაწესებულების ფუნქციათა შესრულებისათვის.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო სათანადო პატივისცემით ეპყრობა საკონსულო თანამდებობის პირებს და ყველა ღონეს ხმარობს მათი ან საკონსულო დაწესებულების სხვა მუშაკთა, რომლებიც არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები და არ სარგებლობენ ამ სახელმწიფოში უცხოელის სტატუსით, რომელსაც, კანონის თანახმად, აქვს მუდმივად ცხოვრების უფლება, აგრეთვე ნებისმიერ ზემოთ აღნიშნულ პირთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრების, პიროვნების, თავისუფლების ან ღირსების რაიმე სახით ხელყოფის თავიდან ასაცილებლა