1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ათავისუფლებს გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან:
a) საკონსულოს კარ-მიდამოსა და საკონსულო დაწესებულების მუშაკთა საცხოვრებელ სათავსებს, რომელიც შეძენილია წარმდგენი სახელმწიფოს სახელით ან მისი წარმომადგენლის მიერ, აგრეთვე ხელშეკრულებებსა და აქტებს, რომლებიც შეეხება ამ ქონების შეძენას;
b) მოძრავ ქონებას და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც კანონიერად არის საკონსულო დაწესებულების მიერ ოფიციალური მიზნებისათვის შეძენილი, აგრეთვე მათ შეძენას ,ფლობას ან შენახვას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საგადასახადო შეუვალობა არ ვრცელდება იმ მოსაკრებლებზე, ბაჟსა და გადასახადზე, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით უნდა გადაიხადონ პირებმა, რომელთაც ხელშეკრულება დადეს წარმდგენ სახელმწიფოსთან ან მისი სახელით მოქმედ პირთა