1. საკონსულო თანამდებობის პირები სარგებლობენ იმუნიტეტით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქცისაგან, გარდა შემდეგი სახის სამოქალაქო სარჩელებისა:

a) რომლებიც გამომდინარეობენ საკონსულო თანამდებობის პირების მიერ დადებული ხელშეკრულებებიდან, რომლის თანახმადაც, ისინი პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გამოდიან წარმდგენი სახელმწიფოს სახელით;

b) რომელიც წარმოიქმნება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საგზაო-სატრანსპორტო საშუალებათა, გემის ან სამხედრო ხომალდის მიერ ზარალის მიყენებისაგან, რომლის ანაზღაურებაც მოითხოვა მესამე მხარემ;

c) რომელიც შეეხება ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ კერძო უძრავ ქონებას, თუ ისინი არ ფლობენ მას წარმდგენი სახელმწიფოს სახელით საკონსულო მიზნებისათვის;

d) რომლებიც ეხება მემკვიდრეობას, როცა ისინი გამოდიან ანდერძის აღმსრულებლად, სამკვიდრო ქონების მზრუნველად, მემკვიდრედ ან საანდერძო დანაკისრის მიმღებად, როგორც კერძო პირები და არა წარმდგენი სახელმწიფოს სახელით;

e) რომლებიც შეეხება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მათ მიერ თავიანთი ფუნქციების მიღმა განხორციელებულ ნებისმიერ პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობას.

2. იმ შემთხვევაში, როცა ადგილსამყოფელი სახელმწიფო ახორციელებს აღმასრულებელ ღონისძიებებს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშულ დებულებათა შესაბამისად, საკონსულო თანამდებობის პირთა პირადი ხელშეუხებლობა და მათი საცხოვრებელი სათავსების ხელშეუხებლობა არ უნდა იქნეს შელახული.

3. საკონსულოს მოსამსახურეები და მომსახურე პერსონალის მუშაკები არ ექვემდებარებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ იურისდიქციას მათი სამსახურებრივი საქმიანობისას, იმ სამოქალაქო სარჩელების გარდა, რაც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის a) და b) ქვეპუნქტებშ