1. საკონსულო თანამდებობის პირები, საკონსულოს მოსამსახურეები და მათთან ერთად მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრები თავისუფლდებიან ყოველგვარი ვალდებულებისაგან, რომლებიც გათვალისწინებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით უცხოელთა რეგისტრაციის მიმართ, და ცხოვრების ნებართვის მიღებისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება საკონსულოს ნებისმიერი მოსამსახურის მიმართ, რომელიც არ არის წარმდგენი სახელმწიფოს მუდმივი მოსამსახურე, აგრეთვე ასეთი მოსამსახურის ოჯახის ნებისმიერი წევრის მიმარ