1. საკონსულო თანამდებობის პირები არ ექვემდებარებიან დაპატიმრებას ან წინასწარ დაკავებას, გარდა მძიმე დანაშაულის ჩადენისას კომპეტენტური სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შემთხვევების გარდა, არ შეიძლება საკონსულო თანამდებობის პირთა სატუსაღოში ჩასმა, არც არანაირი სხვა ფორმით მათი პირადი თავისუფლების შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
3. თუ საკონსულო თანამდებობის პირის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, იგი ვალდებულია გამოცხადდეს კომპეტენტურ ორგანოებში. მიუხედავად ამისა, საქმის წარმოებისას პატივისცემით უნდა მოეპყრონ მისი ოფიციალური მდგომარეობის გამო, და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შეუშალონ ხელი საკონსულო ფუნქციების განხორციელებაში. როცა აუცილებელი ხდება საკონსულო თანამდებობის პირის დაკავება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მის წინააღმდეგ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა დაიწყოს სასამართლო დევნ