1. საკონსულოს კარ-მიდამო ხელშეუხებელია
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფალთ არ შეუძლიათ საკონსულო დაწესებულების იმ ნაწილში შესვლა, რომელიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მუშაობისათვის გამოიყენება, თუ მათ არა აქვთ საკონსულო დაწესებულების მეთაურის, წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის ან ერთ-ერთი მათგანის მიერ დანიშნული პირის თანხმობა.
საკონსულოს კარ-მიდამოში ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების წარმოქმნის შემთხვევაში, რომელიც ემუქრება მოქალაქეების უსაფრთხოებასა და საკონსულოს კარ-მიდამოსთან ახლოს არსებულ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ქონებას, ასეთი თანხმობა გაიცემა უმოკლეს ვადებში.
3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ეკისრება სპეციალური ვალდებულება, მიიღოს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა დაიცვას საკონსულოს კარ-მიდამო ყოველგვარი შეჭრისა და ზიანის მიყენებისაგან და თავიდან აიცილოს საკონსულო დაწესებულების სიმშვიდის დარღვევა ან მისი ღირსების შელახვა.
4. საკონსულოს კარ-მიდამო, მისი ავეჯი, საკონსულო დაწესებულების ქონება, აგრეთვე მისი გადაადგილების საშუალებები იმუნიტეტით სარგებლობს სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ყველა სახის რეკვიზიციისაგა