1. საკონსულოს კარ-მიდამო და საკონსულო თანამდებობის პირთა საცხოვრებელი სათავსოები ხელშეუხებელია. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეუძლიათ საკონსულო კარ-მიდამოსა და საკონსულო თანამდებობის პირთა საცხოვრებელ სათავსოებში შესვლა საკონსულო დაწესებულების მეთაურის, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის ან ერთ-ერთი მათგანის მიერ დანიშნული პირის თანხმობის გარეშე.

2. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ეკისრება სპეციალური ვალდებულება მიიღოს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა დაიცვას საკონსულოს კარ-მიდამო ყოველგვარი შეჭრისა და ზიანის მიყენებისაგან და თავიდან აიცილოს საკონსულო დაწესებულების სიმშვიდის დარღვევა ან მისი ღირსების შელახვა.

3. საკონსულოს კარ-მიდამო, მისი ავეჯი, საკონსულო დაწესებულების ქონება, აგრეთვე მისი გადაადგილების საშუალებები იმუნიტეტით სარგებლობს სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ყველა სახის რეკვიზიციისაგა