გამგზავრების შეტყობინება

1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სამინისტროს მიერ მითითებულ ორგანოს ატყობინებენ:

a) საკონსულო დაწესებულების მუშაკთა დანიშვნის, დანიშვნის შემდეგ საკონსულო დაწესებულებაში მათი ჩასვლის, საბოლოო გამგზავრების, მათი ფუნქციების შეწყვეტისა და ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც მოქმედებს მათ სტატუსზე და შეიძლება მოხდეს საკონსულო დაწესებულებაში მათი მუშაობის დროს;

b) იმ პირის ჩასვლის ან საბოლოო გამგზავრების შესახებ, რომელიც საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრია და მუდმივად ცხოვრობს მასთან, აგრეთვე იმის შესახებ, რომ ესა თუ ის პირი ხდება ან აღარ არის ოჯახის ასეთი წევრი;

c) კერძო შინამუშაკების ჩასვლის, საბოლოო გამგზავრების და მათი ამ სახით მუშაობის შეწყვეტის შესახებ;

d) იმ პირთა დაქირავებისა და გათავისუფლების შესახებ, რომლებიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ცხოვრობენ როგორც საკონსულო დაწესებულების მუშაკები ან კერძო შინამუშაკები და აქვთ უფლება პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე.

2. შეტყობინება ჩასვლისა და საბოლოო გამგზავრების შესახებ უნდა გაკეთდეს წინასწა