დროებითი შესრულება

1. თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს არ შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნქციები, ან თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურის თანამდებობა ვაკანტურია, საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციები შეიძლება დროებით შეასრულოს საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა.

2. საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის სრულ სახელსა და გვარს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სამინისტროს მიერ მითითებულ ორგანოს ატყობინებს წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან, თუ ამ სახელმწიფოს არა აქვს ასეთი წარმომადგენლობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, საკონსულო დაწესებულების მეთაური, ან, თუ მას არა აქვს ამის საშუალება, წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი კომპეტენტური ორგანო, როგორც წესი, ასეთი შეტყობინება უნდა მოხდეს წინასწარ.

3. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ეხმარებიან და იცავენ საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, სანამ იგი საკონსულო დაწესებულებას მეთაურობს, მასზე ამ კონვენციის დებულებანი ისევე ვრცელდება, როგორც შესაბამისი საკონსულო დაწესებულების მეთაურზე.

4. თუ წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის წევრს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფო ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ნიშნავს, იგი კვლავ სარგებლობს დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი არ არი