1. წარმგზავნი სახელმწიფოს მეთაური, რომელიც ხელმძღვანელობს სპეციალურ მისიას, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან მესამე სახელმწიფოში სარგებლობს ისეთივე უპირატესობით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ენიჭებათ სახელმწიფოთა მეთაურებს ოფიციალური ვიზიტების დროს.

2. მთავრობის მეთაური, საგარეო საქმეთა მინისტრი და მაღალი რანგის სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც მონაწილეობენ წარმგზავნი ქვეყნის სპეციალურ მისიაში, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან მესამე სახელმწიფოში ამ კონვენციით მინიჭებული პრივილეგიების გარდა, სარგებლობენ საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული სხვა უპირატესობებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტები