1. სპეციალური მისიის ფუნქციონირება შეწყდება, inter alia, შემდეგ შემთხვევებში.

a) დაინტერესებულ სახელმწიფოთა შეთანხმებით;

b) სპეციალური მისიის მიერ თავისი მიზნის ამოწურვის შემდეგ;

c) სპეციალური მისიისათვის განკუთვნილი ვადის ამოწურვისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვადა სპეციალურად არის გაგრძელებული;

d) წარმგზავნი ქვეყნის შეტყობინების საფუძველზე იმის შესახებ, რომ იგი მოქმედებას უწყვეტს სპეციალურ მისიას ან უკან იწვევს მას;

e) წარმგზავნი ქვეყნის შეტყობინების საფუძველზე იმის შესახებ, რომ იგი სპეციალურ მისიის საქმიანობას განიხილავს როგორც დასრულებულს.

2. დიპლომატიური ან საკონსულო ურთიერთობების გაწყვეტა წარმზავნ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის არ გამოიწვევს ამ დროისათვის მოქმედ სპეციალურ მისიათა ფუნქციონირების შეწყვეტა