1. იმ შემთხვევაში, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ან მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ერთმანეთს ხვდებიან ორი ან მეტი სპეციალური მისია, სპეციალური შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, რიგითობა მისიებს შორის განისაზღვრება სახელმწიფოების დასახელებათა ანბანური რიგით, იმ სახელმწიფოს პროტოკოლის მიხედვით, რომლის ტერიტორიაზეც ტარდება ამ მისიათა შეხვედრა.
2. რიგითობა ორ ან მეტ მისიას შორის, რომლებიც ერთმაენთს ხვდებიან ოფიციალური ან ფორმალური ხასიათის ღონისძიებებზე, განისაზღვრება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს პროტოკოლით.
3. ერთი და იგივე სპეციალური მისიის წევრებს შორის რიგითობის წესი მითითებული იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ან იმ მესამე სახელმწიფოსათვის გაგზავნილ შეტყობინებაში, რომლის ტერიტორიაზეც ერთმანეთს ხვდება ორი ან მეტი სპეციალური მისი