1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სახელმწიფოს სხვა შესაბამის ორგანოს, ორივე სახელმწიფოს შეთანხმებით, უნდა გადაეცეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

a) სპეციალური მისიის შემადგენლობა და ამ შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები;

b) მისიის წევრთა ჩასვლა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათი საბოლოოდ უკან გამომგზავრება და მისიაში მათი ფუნქციების დასრულება.

c) მისიის წევრის თანმხლები პირის ჩასვლა და უკან დაბრუნება;

d) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს რეზიდენტ პირთა დაქირავება მისიის წევრობის ან კერძო პერსონალის სახით და მათი სამსახურიდან დათხოვნა.

e) სპეციალური მისიის მეთაურის, ან ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში, მე-14 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წარმომადგენლის ნებისმიერი შემცვლელი პირის დანიშვნა;

f) სპეციალურ მისიის მიერ დაკავებული შენობებისა და საცხოვრებელი ბინების ადგილმდებარეობა, რომლებიც 30-ე, 36-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად ხელშეუხებელია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ასეთი შენობების და საცხოვრებელი ბინების დადგენის მიზნით.

2. შესაძლებლობის შემთხვევაში, შეტყობინება ჩასვლისა და საბოლოო გამგზავრების შესახებ უნდა გაკეთდეს წინასწა