1. წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლები სპეციალურ მისიაში და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრები, როგორც წესი, წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეები უნდა იყვნენ.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არ შეიძლება დანიშნულ იქნენ სპეციალურ მისიაში, ამ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, რომელიც შეიძლება გაუქმებულ იქნეს ნებისმიერ დროს.
3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება მესამე სახელმწიფოს იმ მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც იმავდროულად არ არიან წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქენ