1. სპეციალური მისია შედგება წარმგზავნი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე წარმომადგენელისაგან, რომელთაგან წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია დანიშნოს მეთაური. სპეციალური მისია შეიძლება ასევე შეიცავდეს დიპლომატიურ პერსონალს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს და მომსახურე პერსონალს.

2. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური მისიის შემადგენლობაში შედიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მუდმივმოქმედი დიპლომატიური მისიის ან საკონსულო დაწესებულებების წევრები, ისინი, წინამდებარე კონვენციის საფუძველზე მინიჭებულ იმუნიტეტებსა და პრივილეგიებთან ერთად, შეინარჩუნებენ იმ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებსაც, რომლებიც მათ ეკუთვნით, როგორც მუდმივმოქმედი დიპლომატიური მისიის ან საკონსულო დაწესებულების წევრებ