1. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შენობები ხელუხლებელია. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ამ შენობებში შესვლა მისიის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.

2. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შენობები, მათი ავეჯი და იქ განთავსებული სხვა აქტივები, ასევე სატრანსპორტო საშუალებები სარგებლობს იმუნიტეტით ჩხრეკის, კონფისკაციის, დაყადაღების და აღმასრულებელი ღონისძიებებისაგან.

3. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია, მისი ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა იყოს განთავსებული და ვინც არ უნდა ფლობდეს მას, სარგებლობს იმუნიტეტით ნებისმიერი სამართლებრივი პროცედურების მიმართ.

4. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის არქივები და დოკუმენტები ხელშეუხებელია ნებისმიერ დროს, სადაც არ უნდა იყოს ისინი განთავსებული.

5. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფიციალური კორესპონდენცია ხელშეუხებელია. ოფიციალური კორესპონდენცია გულისხმობს ყველა სახის კორესპონდენციას, რომელიც დაკავშირებულია მისიასთან და მის ფუნქციებთან.

6. მისიის მიზნებისთვის შესყიდულ და იმპორტირებულ საქონელზე, გაწეულ მომსახურებაზე, ასევე გამოყენებულ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია თავისუფლდება ყველა სახელმწიფოებრივი, ადგილობრივი და კომუნალური გადასახადისგან და მოსაკრებლისგან ან სხვა მსგავსი ხასიათის გადასახადისგან. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია არ თავისუფლდება გადასახადებისა და მოსაკრებლებისგან გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ გადახდებზე.

7. ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა გასცეს მისიისთვის განკუთვნილი ნივთიერების სახელმწიფოში შეტანის ნებართვა და გაათავისუფლოს ასეთი ნივთები საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა მსგავსი გადასახადებისგან, გარდა შენახვის, გადაზიდვის და მსგავსი მომსახურებისთვის საჭირო გადასახადების