1. ეს შეთანხმება ვრცელდება ევროკავშირის მისიასა და მის პერსონალზე.
2. ეს შეთანხმება მოქმედებს მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
3. ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
a)
„საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია” ნიშნავს ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველოში, რომელიც შექმნილია ევროკავშირის საბჭოს მიერ ერთობლივი მოქმედებების შესახებ დოკუმენტით - 2008/736/СFSP, მათ შორის, მის კომპონენტებს, ძალებს, ქვედანაყოფებს, შტაბებს და პერსონალს, რომლებიც განლაგებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ექვემდებარება ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველოში;
b)
„მისიის ხელმძღვანელი” ნიშნავს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, რომელიც დანიშნულია ევროკავშირის საბჭოს მიერ;
c)
„საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი” ნიშნავს მისიის ხელმძღვანელს, პერსონალს, რომელიც მივლინებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ევროკავშირის ორგანიზაციების მიერ, ასევე იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ მიწვეულნი არიან ევროკავშირის მიერ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მონაწილეობის მისაღებად; მისიის მომზადების, მხარდაჭერის და განხორციელების მიზნით საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ კონტრაქტის საფუძველზე დაქირავებულ საერთაშორისო პერსონალს; ასევე მისიის პერსონალს, რომელიც მისიის ფარგლებში წარმოადგენს წარმგზავნ სახელმწიფოს ან ევროკავშირის ორგანიზაციას. პერსონალი არ მოიცავს კომერციულ კონტრაქტორებს და ადგილობრივად დაქირავებულ პერსონალს;
d)
„შტაბი” ნიშნავს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მთავარ შტაბს თბილისში;
e)
„წარმგზავნი სახელმწიფო” ნიშნავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს ან იმ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ მიავლინა პერსონალი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში;
f)
„შენობა-ნაგებობები” ნიშნავს ნებისმიერ შენობას, ნაგებობას ან მიწას, რომელიც საჭიროა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსახორციელებლად, ასევე
, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის განსათავსებლად;
g)
„დაქირავებული ადგილობრივი პერსონალი” ნიშნავს პერსონალის წევრს, რომელიც არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე ან აქვს ამ სახელმწიფოში მუდმივად ბინადრობის უფლება;
h)
„კონტრაქტორი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც აწვდის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას მისიის საქმიანობასთან დაკავებულ საქონელს ან/და მომსახურება