1. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის აქტივები და სატრანსპორტო საშუალებები გადაკვეთს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საზღვარს საზღვრის გადაკვეთის ოფიციალურ ადგილებზე, საზღვაო პორტებში და საერთაშორისო საჰაერო კორიდორით.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ხელს შეუწყობს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის ქვეყანაში შესვლას და ქვეყნიდან გასვლას. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის და ამ ტერიტორიიდან გასვლისას პერსონალის საპასპორტო კონტროლის გარდა, მისიის წევრობის დამამტკიცებელი დოკუმენტის საფუძველზე პერსონალის წევრი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გათავისუფლდება საპასპორტო, საბაჟო კონტროლის, სავიზო და საიმიგრაციო წესების მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან და არ დაექვემდებარება საიმიგრაციო შემოწმების ნებისმიერ ფორმას.
3. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი თავისუფლდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს უცხოელთა რეგისტრაციისა და კონტროლის მარეგულირებელი მოთხოვნებისაგან, მაგრამ არ იძენს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მუდმივად ბინადრობის უფლებას.
4. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის აქტივები და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხარდასაჭერად შედის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ახორციელებს ტრანზიტს ან გადის ამ სახელმწიფოს ტერიტორიიდან, თავისუფლდება ნებისმიერი სახის საბაჟო კონტროლის და პროცედურებისგან.
5. სატრანსპორტო საშუალებები და საჰაერო ხომალდები, რომლებიც გამოიყენება მისიის მხარდაჭერისათვის, არ ექვემდებარება ადგილობრივ სალიცენზიო და სარეგისტრაციო მოთხოვნებს და გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები და წესები. საჭიროების შემთხვევაში, დაიდება დამატებითი შეთანხმება მე-20 მუხლის შესაბამისად.
6. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის წევრს შეუძლია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მართოს ავტომანქანები, ასევე საზღვაო და საჰაერო ხომალდები, იმ პირობით, რომ მათ აქვთ ძალაში მყოფი ადგილობრივი ან საერთაშორისო მართვის მოწმობა, გემის კაპიტნის მოწმობა ან პილოტის ლიცენზია, საჭიროების მიხედვით. ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნა აღიაროს იურიდიული ძალის მქონედ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის მართვის მოწმობები ან ნებართვები დაბეგვრისა და მოსაკრებლების გადახდის გარეშე.
7. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი, ასევე მათი ავტომანქანები, საჰაერო ან სხვა სატრანსპორტო საშუალებები, აღჭურვილობა და მოწყობილობები, სარგებლობს თავისუფალი და შეუზღუდავი გადაადგილების უფლებით ადგილსამყოფელი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ტერიტორიულ ზღვაში და საჰაერო სივრცეში. საჭიროების შემთხვევაში, დაიდება დამატებითი შეთანხმება წინამდებარე შეთანხმების მე-20 მუხლის შესაბამისად.
8. მისიის მიზნებისათვის, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალს და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ დაქირავებულ ადგილობრივ პერსონალს, ოფიციალური მოვალეობების შესულების მიზნით მგზავრობისას, შეუძიათ გამოიყენონ გზები, ხიდები, ბორნები, აეროპორტები და პორტები საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლების, ბაჟის ან სხვა მოსაკრებლების გდახდის გარეშე. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია არ თავისუფლდება მიზანშეწონილი მოსაკრებლებისგან იმ მომსახურებისთვის, რომელიც მოთხოვნილი და გაწეულია ისეთივე პირობების შესაბამისად, რომლებიც ვრცელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს პერსონალისთვის გაწეულ მომსახურებაზ