1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო სრულად ითანამშრომლებს და მხარს დაუჭერს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალს.
2. მოთხოვნის შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციების განსახორციელებლად, ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის ეფექტიან ხელმისაწვდომობას:
– ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებულ ან იჯარით აღებულ შენობებზე, ნაგებობებზე, ადგილებზე და სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებებზე;
– ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ დოკუმენტებზე, მასალაზე და ინფორმაციაზე, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის განხორციელების მიზნით.
საჭიროების შემთხვევაში, დაიდება დამატებითი შეთანხმება მე–20 მუხლის შესაბამისად.
3. მისიის ხელმძღვანელი და ადგილსამყოფელი სახელმწიფო რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს და მიიღებენ საჭირო ზომებს ყველა საჭირო დონეზე მჭიდრო და ორმხრივი თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით. ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ შეიძლება დანიშნოს წარმომადგენელი, რომელიც იქნება შუამავალი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთა