1. მისიის ხელმძღვანელს უფლება აქვს აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის გარდაცვლილი წევრის და მისი პირადი ქონების რეპატრიაციისთვის.
2. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის გარდაცვლილი წევრის გვამის გაკვეთა არ შეიძლება ჩატარდეს დაინტერესებული სახელმწიფოს თანხმობის და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ან/და დაინტერესებული სახელმწიფოს წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ითანამშრომლებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის გარდაცვლილი წევრის რეპატრიაცი