1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მთავრობა, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ადგილობრივი ორგანოების სახელით, პასუხისმგებელია დაიცვას და შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრული პრივილეგიები, იმუნიტეტი და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის უფლებები.

2. წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი არ უნდა იქნეს გაგებული ან განმარტებული ისე, რომ ხელი შეუშალოს იმ ნებისმიერი უფლების განხორციელებას, რომელიც სხვა შეთანხმებების შესაბამისად შესაძლოა მიენიჭოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს ან საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელშემწყობ ნებისმიერ სხვა სახელმწიფო