1. შეთანხმება ძალაში შევა დიპლომატიური არხებით მხარეების მიერ ამ შეთანხმების ამოქმედებისათვის საჭირო შიდა პროცედურების შესრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან.
2. პირველი პუნქტის მიუხედავად, 4 (8), 5 (1–3), 5 (6), 5(7), 6(1), 6(3), 6(4), 6(6), 6(8–10), 14 და 17 მუხლებით განსაზღვრული დებულებები გამოყენებული იქნება იმ თარიღიდან, როდესაც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის პირველი წევრი ჩავა სამუშაოდ ადგილსამყოფელ ქვეყანაში, თუ ეს თარიღი წინ უსწრებს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს.
3. ეს შეთანხმება შეიძლება შესწორდეს მხარეების წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ცვლილებები და შესწორებები გაფორმდება ცალკე ოქმების სახით, რომლებიც იქნება ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი და ძალაში შევა ამ შეთანხმების 21–ე მუხლის 1–ლი პუნქტის შესაბამისად.
4. ეს შეთანხმება ძალაში დარჩება მანამ, სანამ ერთი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს ამ შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის შესახებ. შეთანხმების შეწყვეტა ძალაში შევა ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ. ამ შეთანხმების შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს ნებისმიერ უფლებასა ან მოვალეობაზე, რომელიც წარმოშობილია მის შეწყვეტამდე ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია . . . . . . . . . . . . . . (ადგილი, თარიღი), ორ ორიგინალად ინგლისურ ენაზე.
ევროკავშირის სახელით საქართველოს სახელ