1. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია და მისიის პერსონალი პასუხისმგებელი არ არის სამოქალაქო ან მთავრობის საკუთრებაში არსებული ქონების ნებისმიერი სახით დაზიანებაზე, რაც დაკავშირებულია საოპერაციო აუცილებლობასთან ან გამოწვეულია სამოქალაქო არეულობით ან საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაცვასთან დაკავშირებული საქმიანობით.
2. საკითხის მეგობრულად გადაწყვეტის მიზნით, სარჩელი, რომელიც ეხება იმ სამოქალაო ან სამთავრობო ქონების დაზიანებას ან დაკარგვას, რომელიც არ არის განსაზღვრული პირველი პუნქტით, ასევე – პირის სხეულის დაზიანებას ან პირის გარდაცვალებას, ანდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის ქონების დაკარგვას ან დაზიანებას, უნდა გადაეცეს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ, თუ სარჩელი აღძრულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, ანდა ადგილსამყოფელი სახელმწიფოსა კომპეტენტურ ორგანოებს, თუ გადაწყვეტას საჭიროებს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ აღძრული სარჩელი.
3. თუ მეგობრული გადაწყვეტილების მიღწევა შეუძლებელია, სარჩელი უნდა გადაეცეს სასარჩელო კომისიას, რომელიც შეიქმნება თანაბარ საფუძველზე და დაკომპლექტდება საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წარმომადგენლებით. სარჩელის გადაწყვეტა მოხდება საერთო შეთანხმების საფუძველზე.
4. თუ სასარჩელო კომისიის ფარგლებში გადაწყვეტილება ვერ მიიღება:
a) 40000 ევროს ფარგლებში არსებული დავა გადაწყდება დიპლომატიური საშუალებებით ადგილსამყოფელი სახელმწიფოსა და ევროკავშირს შორის;
b) თუ დავა აღემატება „a” ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანხას, იგი გადაეცემა საარბიტრაჟო ტრიბუნალს, რომლის გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება შესასრულებლად.
5. არბიტრაჟის ტრიბუნალის შემადგენლობაში იქნება 3 (სამი) წევრი. ერთ არბიტრს დანიშნავს ადგილსამყოფელი სახელმწიფო, ერთ არბიტრს – საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია და მესამე არბიტრს ერთობლივად დანიშნავენ ადგილსამყოფელი სახელმწიფო და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია. თუ ერთ–ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს 2 (ორი) თვის განმავლობაში და თუ ვერ მიიღწევა შეთანხმება ადგილსამყოფელ სახელმწიფოსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შორის მესამე არბიტრის დანიშვნაზე, საჭირო არბიტრი დაინიშნება ევროპის თანამეგობრობის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტის მიერ.
6. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანოები შეთანხმდებიან ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელებაზე, რათა განისაზღვროს სასარჩელო კომისიის და ტრიბუნალის კომპეტენცია, პროცედურები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს ამ ორგანოების მიერ და პირობები, რომელთა შესაბამისადაც წარდგენილი უნდა იქნეს სარჩელ