1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო თანახმაა, მოთხოვნის შემთხვევაში, დაეხმაროს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შესაბამისი შენობა–ნაგებობების მოძებნაში.
2. მოთხოვნის შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფო უსასყიდლოდ უზრუნველყოფს, თუ ეს ხელმისაწვდომია, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებს, თუ ეს შენობა-ნაგებობები საჭიროა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ადმინისტრაციული და ოპერაციული საქმიანობის განსახორციელებლად.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო მხარს დაუჭერს მისიას თავისი შესაძლებლობების და საშუალებების ფარგლებში და დაეხმარება მას მისიის მომზადებაში, დაფუძნებასა და განხორციელებაში, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ექსპერტებისთვის შენობა-ნაგებობების მომზადებასა და აღჭურვილობის განთავსებაში.
4. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ მისიის დახმარება და მხარდაჭერა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ისეთივე პირობების შესაბამისად, როგორი პირობების შესაბამისადაც ხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარება და მხარდაჭერა.
5. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, ექნება მისი მისიის განხორციელებისთვის საჭირო იურიდიული უფლებამოსილება, კერძოდ – საბანკო ანგარიშების გახსნის და მოძრავი ქონების შეძენის და განკარგვის უფლება, ასევე უფლება – იყოს იურიდიული საქმის მხარე.
6. სამართლის ის ნორმები, რომლებიც გავრცელდება საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დადებულ კონტრაქტებზე, განისაზღვრება შესაბამისი კონტრაქტებით.
7. კონტრაქტით შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს, რომ მე-17 მუხლით (მე-3 და მე-4 პუნქტები) განსაზღვრული დავების გადაწყვეტის პროცედურა ვრცელდება იმ დავებზე, რომლებიც წარმოიშვება კონტრაქტის შესრულებისას.
8. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ხელს შეუწყობს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ მისი საქმიანობის განხორციელების მიზნით კომერციულ ორგანიზაციებთან დადებული კონტრაქტების განხორციელება