1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან მხარეთა მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა სამინისტროს, ეცნობება:
ა) მისიის წევრთა დანიშვნა, მათი ჩამოსვლა და მათი საბოლოო გამგზავრება ან მისიასთან დაკავშირებული მათი ფუნქციების შეწყვეტა;
ბ) მისიის წევრის ოჯახს მიკუთვნებული პირის ჩამოსვლა და საბოლოო გამგზავრება და, სათანადო შემთხვევაში, ფაქტი პირის მისიის წევრის ოჯახის წევრად გახდომის ან წევრობის შეწყვეტის თაობაზე;
გ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირების მიერ დასაქმებულ კერძო მოსამსახურეთა ჩამოსვლა ან საბოლოო გამგზავრება და, სათანადო შემთხვევაში, ფაქტი მათ მიერ აღნიშნულ პირთათვის სამსახურის გაწევის შეწყვეტის თაობაზე;
დ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მცხოვრები პირების, როგორც პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მქონე მისიის წევრებად ან კერძო მოსამსახურეებად აყვანა და გაშვება.
2. შესაძლებლობისამებრ, ჩამოსვლისა და საბოლოო გამგზავრების შესახებ იგზავნება წინასწარი შეტყობინებ