1. მინიჭებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეუზღუდავად, წინამდებარე კონვენციის თანახმად, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით აღჭურვილი ყველა პირი ვალდებულია დაიცვას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები. ისინი ასევე ვალდებულნი არიან არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.

2. წინამდებარე კონვენციის, ზოგადი საერთაშორისო სამართლის, ან წარმგზავნ და ადგილსამყოფელ სახელმწიფოებს შორის არსებული სპეციალური შეთანხმებების თანახმად, სპეციალური მისიის შენობები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური მისიის ფუნქციების შეუსაბამო