1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ შეიძლება გაცემულ იქნეს დამატებითი პრივილეგიები და იმუნიტეტები, დიპლომატიური აგენტი, რომელიც არის აღნიშნული სახელმწიფოს მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრები პირი, სარგებლობს იმუნიტეტით იურისდიქციისგან და ხელშეუხებლობით, თავისი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული ოფიციალური საქმიანობის ფარგლებში.

2. მისიის პერსონალის სხვა წევრები და კერძო მოსამსახურეები, რომლებიც არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან მუდმივად მცხოვრები პირები, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობენ მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ დაშვებულ ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ, აღნიშნულ პირებთან მიმართებით, საკუთარი იურისდიქცია უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ არასათანადოდ არ ჩაერიოს მისიის ფუნქციების განხორციელებაშ