1. ყველა ის პირი, რომელიც სარგებლობს პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, ვალდებულია მისი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეულახავად პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, ისინი აგრეთვე ვალდებულნი არიან არ ჩაერიონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.
2. საკონსულოს კარ-მიდამო არ უნდა იქნეს გამოყენებული საკონსულო ფუნქციათა შესრულებასთან შეუთავსებელი მიზნებისათვის.
3. საკონსულო დაწესებულება, საკონსულო დაწესებულების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევასთან მიმართებაშ