1. საკონსულო თანამდებობის პირები, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არ უნდა ეწეოდნენ რაიმე პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობას, შემოსავლის მიღების მიზნით.
2. ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები არ ენიჭებათ:
a) საკონსულოს მოსამსახურეებს ან მომსახურე პერსონალის მუშაკებს, რომლებიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ეწევიან კერძო საქმიანობას, შემოსავლის მიღების მიზნით;
b) იმ პირის ოჯახის წევრებს, რომლებზედაც საუბარია ამ პუნქტის „a“ ქვეპუნქტში, ან მის კერძო შინამუშაკებს;
c) საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრებს, რომლებიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ეწევიან კერძო საქმიანობას, შემოსავლის მიღების მიზნი