ამ კონვენციის სხვა მუხლების დებულებების გათვალისწინებით საკონსულო ფუნქციებს წარმოადგენს:

a) დაიცვას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფოს, მისი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების ინტერესები საერთაშორისო სამართლის ფარგლებში;

b) ხელი შეუწყოს წარმდგენ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო კავშირების განვითარებას, აგრეთვე მათ შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და სხვა საშუალებებით ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად;

c) ყველა კანონიერი გზით გაერკვეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ და სამეცნიერო ცხოვრების პირობებსა და მოვლენებში, აცნობოს მათ შესახებ წარმდგენ სახელმწიფოს მთავრობას და ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ პირებს;

d) გასცეს, ვადა გაუგრძელოს, გააუქმოს პასპორტები, აგრეთვე სხვა სამგზავრო დოკუმენტები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეზე, აგრეთვე ვიზები ან შესაბამისი დოკუმენტები პირებზე, რომელთაც სურთ გაემგზავრონ წარმდგენ სახელმწიფოში;

e) დაეხმაროს და ხელი შეუწყოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს;

f) დახმარება მიიღოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ადგილსამყოფლის დადგენის საკითხში, როდესაც საქმე ეხება მათ კეთილდღეობას ან სხვა ჰუმანიტარულ მოსაზრებებს;

g) დაიცვას წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა უფლება ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან სასწრაფო გამგზავრებაზე იმ პირობით, რომ:

h) განსაკუთრებული ვითარების წარმოშობის შემთხვევაში შესრულებული იქნება ადმინისტრაციული ან სასამართლო პროცედურები იმ პირის მიმართ, რომელსაც სურს გამგზავრება;

i) გამგზავრების მსურველი პირის მიერ შესრულებული იქნება გამგზავრებასთან დაკავშირებული ჩვეულებრივი ფორმალობები, თუ რომ ამ მოთხოვნის შესრულება არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს და არ გამოიყენება სასწრაფო გამგზავრების დასაბრკოლებლად.

j) შეასრულოს ზოგიერთი ადმინისტრაციული ხასიათის ფუნქცია იმ პირობით, რომ ამ შემთხვევაში არაფერი ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს;

k) დაიცვას წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა ინტერესები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე „mortis causa“-ს მემკვიდრეობითობის შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად;

l) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით დადგენილ ფარგლებში დაიცვას არასრულწლოვანთა და სრულ ქმედუნარიანობას მოკლებულ პირთა ინტერესები, რომლებიც წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა მათზე მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესება;

m) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მიღებული პრაქტიკისა და წესების დაცვით, წარმოადგინოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები ან უზრუნველყოს ისინი სათანადო წარმომადგენლობით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან სხვა დაწესებულებებში, ამ მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დამცავი წინასწარი ღონისძიებების შესახებ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად ინფორმაციის მიღების მიზნით, თუ ამ მოქალაქეებს არყოფნის ან სხვა მიზეზების გამო არ შეუძლიათ დროულად განახორციელონ თავიანთი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

n) გადასცეს სასამართლო ან არასასამართლო დოკუმენტები, შეასრულოს სასამართლო დავალებანი ან წარმდგენი სახელმწიფოს სასამართლოებისათვის ჩვენებათა მიცემის დავალებანი მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, ან ასეთი შეთანხმებების არ არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა წესით, რაც არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს;

o) განახორციელოს წარმდგენი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით გათვალისწინებული ზედამხედველობისა და ინსპექციის უფლებები, წარმდგენი სახელმწიფოს ეროვნული გემების და ამ სახელმწიფოში რეგისტრირებული თვითმფრინავების, აგრეთვე მათი ეკიპაჟის მიმართ;

n) დაეხმაროს ამ მუხლის „m“ პუნქტში აღნიშნულ გემებსა და თვითმფრინავებს და მათ ეკიპაჟებს, მიიღო განცხადებები გემების ნაოსნობის თაობაზე, შეამოწმოს და გააფორმოს გემების დოკუმენტები და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფალთა უფლებების შეულახავად გამოარკვიოს გზაში მომხდარი ნებისმიერი შემთხვევა და გადაწყვიტოს კაპიტანს, მეთაურთა შემადგენლობასა და მენზღვაურებს შორის დავა, რამდენადაც ამას ითვალისწინებს წარმდგენი სახელმწიფოს კანონები და წესები;

q) შეასრულოს ყველა სხვა ფუნქცია, რომელიც წარმდგენი სახელმწიფოს მიერ ეკისრება საკონსულო დაწესებულებას, რომელიც აკრძალული არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან რომლის შესრულების წინააღმდეგი არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფო ან რომელიც გათვალისწინებულია წარმდგენ სახელმწფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები